აპრილი 08, 2011

ლიცენზია 30,337.70 ლარად გაიყიდა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დღეს გამართულ აუქციონზე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზია 30,337.70 ლარად გაიყიდა.

შპს „სტერეო +“-ს  რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზია ქ. თბილისში, ასევე,  დუშეთის, სენაკის,  ყვარელის და ხარაგაულის მუნიციპალიტეტებში  მოძრავი ობიექტებისათვის ორმხრივი ციფრული აუდიო სიგნალის გადასაცემად სჭირდება.

 

გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები