ივლისი 04, 2011

ლიტვის მარეგულირებელ ორგანოსთან მემორანდუმი გაფორმდა

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასა და  ლიტვის რესპუბლიკის კომუნკაციების რეგულირების ორგანოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, ირაკლი ჩიქოვანმა და ლიტვის რესპუბლიკის კომუნიკაციების რეგულირების ორგანოს დირექტორმა, ტომას ბარაკაუსკასიმ  მოაწერეს.

ორმხრივი თანამშრომლობის დოკუმენტი მიზანად ისახავს ელექტრონული კომუნიკაციების რეგულირების სფეროში თანამშრომლობის ხელშეწყობას, ერთობლივი  ღონისძიებების განხორციელებას, ინფორმაციისა და გამოცდილების გაცვლას.

მემორანდუმის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები გაამყარებს მხარეებს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროს განვითარებას შეუწყობს ხელს და ასევე, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ეფექტური რეგულირების განვითარებას, რაც თავის მხრივ,  თითოეული ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე მოახდენს პოზიტიურ ზეგავლენას.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები