წვდომის მენიუ

მარტი 16, 2016 15:15

ლიტვის მარეგულირებელ ორგანოსთან მომდევნო წლით თანამშრომლობის ხელშეკრულებას მოეწერა ხელი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასა და  ლიტვის რესპუბლიკის კომუნიკაციების რეგულირების ორგანოს შორის მომდევნო ერთი წლით თანამშრომლობის ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. დოკუმენტს ხელი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ ვახტანგ აბაშიძემ და ლიტვის რესპუბლიკის კომუნიკაციების რეგულირების ორგანოს დირექტორმა ფელიქსას დობროვოლკისამ მოაწერეს.

ორ ადმინისტრაციულ ორგანოს შორის მჭიდრო ურთიერთობა 2011 წელს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების შედეგად დაიწყო.

ორმხრივი თანამშრომლობის დოკუმენტი მიზანად ისახავს ელექტრონული კომუნიკაციების რეგულირების სფეროში თანამშრომლობის ხელშეწყობას, ერთობლივი  ღონისძიებების განხორციელებას, ინფორმაციისა და გამოცდილების გაცვლას. დღევანდელ შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ როუმინგული მომსახურების ბაზრის სეგმენტზე დამატებით ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებაზე და მომავალ თანამშრომლობის გეგმაზე, პროცესში ჩართული იქნება ორივე ქვეყნის როუმინგულ მომსახურებაზე ავტორიზებული ოპერატორები. 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები