ოქტომბერი 13, 2011

„მაგთიკომი“ 100 000 სააბონენტო ნომერს ითხოვს

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს „მაგთიკომის“ განაცხადის საფუძველზე მობილური კავშირის უზრუნველსაყოფად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონი გამოაცხადა.

აუქციონზე გამოტანილი იქნება 599 არაგეორგრაფიული ზონის კოდიდან 100 000 სააბონენტო ნომერი. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის საწყისი ღირებულებამ 30 000 ლარი შეადგინა. აუქციონზე ერთი ბიჯი 1 500 ლარი იქნება.

აუქციონში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში 2011 წლის 31 ოქტომბრის 17:00 საათამდე იწარმოებს. აუქციონი კი 2011 წლის 18 ნოემბრის, 13:00 საათზე გაიმართება.

გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე. 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები