მაისი 08, 2009

”მაგთიკომი” ლიცენზიის ვადის გაგარძელებაში 35 მილიონ ლარს გადაიხდის

 

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს ”მაგთიკომის’” კუთვნილი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის ვადის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

”ელექტრონული კომინიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად ”მაგთიკომმა” კუთვნილი ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის 35 107 508 ლარი და 18 თეთრი ორი თვის ვადაში უნდა გადაიხადოს. რის შემდეგაც, კომპანიის ლიცენზიას ვადა 10 წლით გაუხანგრძლივდება.

ამავე სხდომაზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება ”მაგთიკომის” კუთვნილი ციფრების სამნიშნა კომბინაციის 8-9-8 ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის ვადის გაგრძელების შესახებ. ამ შემთხევვაში კომპანიამ 35 944 ლარი და 44 თეთრი უნდა გადაიხადოს.

გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები