ნოემბერი 18, 2011

„მაგთიკომმა“ ნუმერაციის რესურსი შეიძინა

 

საქართველოს კომუნიკაციების ეორვნულ კომისიაში დღეს გამართულ აუქციონზე შპს „მაგთიკომმა“ 100 000 სააბონენტო ნომერი შეიძინა. მობილურმა ოპერატორმა აუქციონზე გამოტანილი  599 არაგეორგრაფიული ზონის კოდიდან 100 000 სააბონენტო ნომერით სარგებლობის ლიცენზიაში 31 500 ლარი უნდა გადაიხადოს.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს „მაგთიკომის“ განაცხადის საფუძველზე მობილური კავშირის უზრუნველსაყოფად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონი 2011 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გამოაცხადა.

გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები