სექტემბერი 01, 2014 11:02

“მაგთიკომმა” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა აიღო

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში გამართულ სხდომაზე შპს „მაგთიკომმა“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებრთვა აიღო.

კომპანიას ნუმერაციის რესურსი: 91020-91029 (სულ-ათი სააბონენტო ნომერი) ტექსტური/მულტიმედიური შეტყობინებებით მომსახურების უზრუნველსაყოფად სჭირდება.

ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გეოგრაფიული ზონა საქართველოს მთელი ტერიტორიაა. ნებართვა უვადოა, ექვემდებარება ყოველწლიურ განახლებას.

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები