აგვისტო 19, 2011

„მაიფონსა“ და „ახალ ქსელებს“ შორის დავა მორიგებით დასრულდა

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას შპს „მაიფონმა“ მიმართა და აცნობა, რომ შპს „მაიფონსა“ და შპს „ახალ ქსელებს“ შორის წარმოიქმნა დავა ზარის დასრულების ტარიფთან დაკავშირებით. კომპანიის განცხადებაში ასევე აღნიშნული იყო, რომ შპს „ახალმა ქსელებმა“, მათ შორის 2010 წლის 16 მარტს დადებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულება დაარღვია და ზარის დასრულების საფასური ნაცვლად 4 თეთრისა 2 თეთრის ოდენობით გადაუხადა.

კომისიამ  „მაიფონის“ განცხადება წარმოებაში მიიღო, სხდომაზე ორივე მხარეს მიეცა საშუალება დაეფიქსირებინა საკუთარი კომპანიის პოზიცია.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ, გამოიყენა საკუთარი უფლება და მხარეებს დავის მორიგებით დასრულება შესთავაზა, რისთვისაც ერთ კვირიანი ვადა განსაზღვრა. დღეს გამართულ სხდომაზე კომპანიებმა დაადასტურეს შეთანხმება და ადმინისტრაციული წარმოება დავის განხილვის თაობაზე შეწყდა.

გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები