აპრილი 23, 2014

მაუწყებელთა ფინანსური გამჭვირვალება ფერხდება

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის მარტის გადაწყვეტილება, რომელიც მაუწყებელთა ფინანსური გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად ანგარიშგების ფორმებს ადგენდა თბილისის საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ შეაჩერა.

სასამართლოს აღნიშნული ანგარიშგების ფორმების ბათილად ცნობის მოთხოვნით შპს „სტუდია მაესტრომ“, ააიპ „სამოქალაქო განათლების ფონდმა“ - სამაუწყებლო კომპანია „ტაბულამ“, შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი-2“-მა, შპს „ევროპა პლუს თბილისმა“ (რადიო „ვინილი“), შპს „ქართულმა რადიომ“ (რადიო „მაესტრო“) და შპს „ტელეიმედმა“ მიმართა.

სასამართლო კომისიის მიერ მაუწყებელთა ფინანსური გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად დადგენილ ანგარიშგების ფორმებს უკვე მეორედ აჩერებს. შეგახსენებთ, 2013 წლის 12 ივლისს, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების თანახმად, კომისიას მაუწყებელთა ფინანსური გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად ანგარიშგების ფორმების დადგენა დაევალა, რაც კომისიამ 2014 წლის სექტემბრის გადაწყვეტილებით განახორციელა, თუმცა ზემოთ ჩამოთვლილი ტელეკომპანიების ნაწილმა და „რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციამ“ (GARB) კომისიის წინა გადაწყვეტილებაც გაასაჩივრა და სასამართლომ ნაწილობრივ მაშინაც შეაჩერა კომისიის  გადაწყვეტილების მოქმედება.

სასამართლოს მიერ კომისიის 2014 წლის სექტემბრის გადაწყვეტილების ნაწილობრივ შეჩერების შემდეგ არასამათავრობო სექტორთან და მაუწყებლებთან თითქმის ხუთთვიანი კონსულტაციების შემდეგ მაუწყებელთა ფინანსური გამჭვირავალობის უზრუნველსაყოფად ანგარიშგების ახალი ფორმები დადგინდა. თუმცა, როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა ორივე შემთხვევაში მაუწყებლებმა სასამართლოს მიმართეს კომისიის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ და ორივე შემთხვევაში სასამართლოს კომისიის გადაწყვეტილება ნაწილობრივ შეაჩერა (სასამართლო პროცესი მიმდინარეობს და კომისია ყველა ინსტანციაში გეგმავს თავისი კანონიერი ინტერესის დაცვას) .

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ახლაც მზადყოფნას გამოთქვამს თანამშრომლობისთვის, რადგან უზრუნველყოფილი იყოს კანონის აღსრულება და მოიძებნოს შუალედი საზოგადოების ინტერესსა და მაუწყებელთა კომერციულ ინტერეს შორის. კომისიაში დაწყებულია მუშაობა ფინანსური ანგარიშგების ფორმების ახალი, მესამე ვარიანტის შესამუშაველბლად, ამ ეტაპზე კი კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნებულია მაუწყებელთა შემოსავლების შესახებ ინფორმაცია მხოლოდ, იმ ფორმით და იმ ჭრილში, რაც სასამართლოს მიერ არ შეჩერებულა.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები