მარტი 28, 2014 11:30

მაუწყებელთა ფინანსური გამჭვურვალობა -ანგარიშგების ახალი ფორმები

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ არასამათავრობო სექტორთან და მაუწყებლებთან თითქმის ხუთთვიანი კონსულტაციების შემდეგ მაუწყებელთა ფინანსური გამჭვირავალობის უზრუნველსაყოფად ანგარიშგების ახალი ფორმები დაადგინა.

შეგახსენებთ, 2013 წლის 12 ივლისს, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების თანახმად, კომისიას მაუწყებელთა ფინანსური გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად ანგარიშგების ფორმების დადგენა დაევალა. მართალია, კომისიამ 2013 წლის სექტემბერში მიიღო გადაწყვეტილება და ყველა მაუწყებელი შემოსავლების შესახებ ინფორმაციას წარუდგენდა კომისიას და ეს ინფორმაცია კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე ქვეყნდებოდა. თუმცა რამდენიმე ტელეკომპანიამ კომისიის მიერ დადგენილი აბგარიშგების ფორმები სასამართლოში გაასაჩივრა.

აქედან გამომდინარე, კომისიამ არაერთი შეხვედრა გამართა, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ისე მაუყწებლებთან და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მაუწყებელთა ფინანსური გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნიდან გამომდინარე, ასევე მაუწყებელთა და არასამთავრობო სექტორის ინეტრესების მაქსიმალური გათვალისწინებით, მაუწყებელთა ფინანსური გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად ანგარიშგების ახალი ფორმები დაადგინა.

კომისია ამ ანგარიშგების ფორმებით მიღებული ინფორმაცია, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ყოველკვარტლურად გაასაჯაროებს.

კომისიის მიერ დადგენილი ანგარიშგების ფორმები:

 

 

 

ფორმა 1.5 (მაუწყებლის დაფინანსების  წყაროები)
ივსება კვარტალში ერთხელ

ველი

განმარტება

თვე

კვარტლის შესაბამისი თვეები. თითოეული თვის მონაცემები ივსება ცალ-ცალკე

მაუწყებლობის სახე

ტელევიზია / რადიო

დაფინანსების წყაროს სახეობა

·         რეკლამა

·         სპონსორობა

·         ტელეშოფინგი

·         მაუწყებლის მფლობელის შემოწირულობა

·         სხვა პირების შემოწირულობა

·         ინტერაქტივი

·         განცხადებები

·         კონტენტის რეალიზება

·         ტექნიკური მომსახურება

·         საეთერო დროის გაყიდვა

·         სხვა

შემოსავლის ოდენობა

შესაბამისი თანხა ლარებში

შენიშვნა

 შენიშვნის  ველში  შესაძლებელია  მიუთითოთ   “სხვა “  შემოსავალი  დაფინანსების რა  წყაროდან  მიიღეთ

 

ფორმა 1.6 მაუწყებლისთვის გაწეული სასყიდლიანი და უფასო მომსახურება
ივსება კვარტალში ერთხელ

ველი

განმარტება

თვე

კვარტლის შესაბამისი თვეები. თითოეული თვის მონაცემები ივსება ცალ-ცალკე

მაუწყებლობის სახე

ტელევიზია / რადიო

მომსახურების სახე

მაუწყებლისთვის გაწეული მომსახურების სახე

ფასიანი/უფასო მომსახურება

ფასიანი/უფასო

მომსახურების ღირებულება

მაუწყებლისთვის გაწეული მომსახურების ღირებულება

შენიშვნა

შენიშვნის  ველში, უფასო მომსახურების შემთხვევაში, მიუთითეთ გაწეული მომსახურების სავარაუდო საბაზრო ღირებულება

 

 

 

 

 

 

ფორმა 1.7.

იმ პირთა სია, რომელთა მიერ გაწეულმა დაფინანსებამ (რეკლამის ან ტელეშოფინგის განთავსებით, სპონსორობით, გაწეული მომსახურებით ან შეწირულობით ცალ-ცალკე) კვარტალურად გადაამეტა 7000 ლარს
ივსება კვარტალში ერთხელ

ველი

განმარტება

კვარტალი

საანგარიშო კვარტალი

მაუწყებლობის სახე

ტელევიზია / რადიო

ფიზიკური/იურიდიული პირი

ფიზიკური/იურიდიული პირი (რეკლამის ან ტელეშოფინგის დამკვეთი (არა სარეკლამო კომპანია), სპონსორი, შემომწირველი, მომსახურების უშუალოდ გამწევი პირი)

პირის საიდენტიფიკაციო ნომერი

ფიზიკური პირის შემთხვევაში პირადი ნომერი, იურიდიული პირის შემთხვევაში - საგადასახადო კოდი

რეგისტრაციის ქვეყანა

ფიზიკური/იურიდიული პირის რეგისტრაციის ქვეყანა

მომსახურების სახე

·         რეკლამა

·         სპონსორობა

·         ტელეშოფინგი

·         მაუწყებლის მფლობელის შემოწირულობა

·         სხვა პირების შემოწირულობა

·         ინტერაქტივი

·         განცხადებები

·         კონტენტის რეალიზება

·         გადაცემის განთავსება

·         ტექნიკური მომსახურება

·         საეთერო დროის გაყიდვა

·         სხვა

·          

სეგმენტი

·         7,000-50,000

·         50,000-100,000

·         100,000-500,000

·         500,000+

შენიშვნა

1.        თუ რეგისტრაციის ქვეყანა არ არის საქართველო, შენიშვნის ველში მიუთითეთ პირის იურიდიული ან/და ფაქტობრივი მისამართი და საკონტაქტო რეკვიზიტები

2.        თუ მომსახურება გაწეულ იქნა კობრენდიგის სახით, პირის საიდენტიფიკაციო ნომრად მიუთითეთ თანხის უშუალოდ გადამხდელი (სარეკლამო კომპანია ან სხვა პირი), ხოლო შენიშვნის ველში მიუთითეთ კობრენდინგში მონაწილე პირების ვინაობა

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები