დეკემბერი 19, 2012

მაუწყებლობაზე ავტორიზაცია კიდევ შვიდმა კომპანიამ გაიარა

საქართელოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში საკაბელო ქსელის გამოყენებით მაუწყებლობაზე ავტორიზაცია კიდევ შვიდმა კომპანიამ გაიარა.

აქედან საერთო ტელემაუწყებლობას 5 კომპანია განახორციელებს, სპეციალიზებულ ტელემაუწყებლობას კი 2 ტელეკომპანია.

საკაბელო ქსელის გამოყენებით საერთო ტელემაუწყებლობაზე ავტორიზაცია შემდეგმა კომპანიებმა გაიარა:

1. ააიპ „საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი“;

2. შპს „მზერა ტივი“;

3. შპს „ითეტვი“;

4. შპს „ელკო ნავიგატორი“;

5. შპს „რადიო იმედი“.

საკაბელო ქსელის გამოყენებით სპეციალიზებულ ტელემაუწყებლობას კი ორი ახალი მაუწყებელი შეემატება:

1. შპს „TV კვირიკე“;

2. შპს „7 არხი“.

საკაბელო ქსელის გამოყენებით მაუწყებლობაზე ავტორიზებულ კომპანიებს გეოგრაფიული არეალის მიხედვით შეზღუდვა არ უწესდებათ, ამიტომ მათ სამაუწყებლო სიგნალის გავრცელების საშუალება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე აქვთ.

საკაბელო ქსელის გამოყენებით მაუწყებლობაზე ავტორიზებული კომპანიები ვალდებულნი არიან დაიცვან „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი, კომისიის გადაწყვეტილებები და დადგენილებები.

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები