აგვისტო 07, 2015 15:57

მაუწყებლობაზე ავტორიზაცია შპს „საქართველოს მედია ქსელებმა“ გაიარა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით მაუწყებლობაზე ავტორიზაცია შპს „საქართველოს მედია ქსელებმა“ გაიარა.

კომპანია უკვე ფლობს “Silk HD” არხებს, რომლებიც ფასიანია და საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ ნაწილისთვის არის ხელმისაწვდომი. ახალი არხი - “Silk Universal”-ით კი კომპანია ციფრული სამაუწყებლო ქსელის გამოყენებით მთელი საქართველოს მაშტაბით გეგმავს მაუწყებლობას ღია ეთერით, მოსახლეობისთვის უფასოდ.

კომისიის გადაწყვეტილებით “Silk Universal”-ის მაუწყებლობის სახედ განისაზღვრა ტელემაუწყებლობა, მაუწყებლობის სახეობად - კერძო მაუწყებლობა, ქვესახეობა კი სპეციალიზებული ტელემაუწყებლობა - გასართობი/სპორტი, მხატვრული და დოკუმენტური კინო, სერიალები და ანიმაცია. მაუწყებლობის ენა იქნება ქართული და მინიმალური ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში 14 საათი.

კომპანია მაუწყებლობის დაწყებას 2015 წლის 8 აგვისტოს გეგმავს და ხელმისაწვდომი იქნება ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის, ინტერნეტის და მაუწყებლობის გავრცლების სხვა ტექლოგიების საშუალებით.

კომისიის გადაწყვეტილების ვრცელის ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გევრდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები