სექტემბერი 30, 2014 18:31

მაუწყებლობის მარეგულირებელი ორგანოების ევროპული პლატფორმა (EPRA) - 8-10 ოქტომბერი თბილისი

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია მაუწყებლობის მარეგულირებელი ორგანოების ევროპული პლატფორმის (EPRA) სამდღიან კონფერენციას მასპინძლობს.

მაღალი დონის კონფერენციაზე დასასწრებად 40-ზე მეტი ევროპული ქვეყნის მარეგულირებელი ორგანოდან თითქმის 140 დელეგატი ეწვევა საქართველოს. სტუმრებს შორის ძირითადად ევროპის ქვეყნების მაუწყებლობის მარეგულირებელი ორგანოების ხელმძღვანელი პირები იქნებიან წარმოდგენილნი. სამდღიანი კონფერენციის ფარგლებში განხილული იქნება ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა აუდიოვიზუალური მედია სერვისების რეგულაცია ტექნოლოგიური განვითარების ფონზე, ციფრული მაუწყებლობა, ტელესაკომუნიკაციო სფეროში მომხმარებელთა უფლებების დაცვა და .მარეგულირებელი ორგანოების ფინანსური და პოლიტიკური  დამოუკიდებლობა.

მარეგულირებელი ორგანოების ევროპული პლათფორმა (EPRA) 1995 წელს შეიქმნა და ევროპის 52 ქვეყანას აერთიანებს. საქართველო EPRA-ს წევრი 2011 წლიდან არის.

EPRA-ს მუდმივმოქმდები დამკვირვებელია ევროკომისია, ევროპის საბჭო, ეუთოს მედია თავისუფლების წარმომადგენლობა და ევროპის აუდიოვიზუალური ობსერვატორია (European Audiovisual Observatory).

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები