ოქტომბერი 10, 2014 14:58

მაუწყებლობის მარეგულირებელი ორგანოების ევროპული პლატფორმის (EPRA) შეხვედრა თბილისში

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ ვახტანგ აბაშიძემ მაუწყებლობის მარეგულირებელი ორგანოების ევროპული პლატფორმის (EPRA) კონფერენციის მეორე დღე მისასალმებელი სიტყვით გახსნა. დამსწრე საზოგადოებას საქართველოს მედია გარემოს შესახებ პრეზენტაცია წარედგინა.

ევროპის ქვეყნების ორმოცზე მეტი მარეგულირებელი ორგანოს ხელმძღვანელმა პირებმა და ევრო კომისიის მედიის საკითხებზე მომუშავე სხვადასხვა ორგანიზაციებმა დღევანდელ სესიაზე ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს, როგორიცაა აუდიოვიზუალური მედია სერვისების რეგულაცია ტექნოლოგიური განვითარების ფონზე.

დამსწრე საზოგადოების წინაშე პრეზენტაციებით ევრო კომისიის „DG Connect“-ის და  ევროპული მარეგულირებელი ორგანოების ჯგუფი აუდიოვიზუალური მედია სერვისებისთვის (ERGA) წარმომადგენლები წარსდგნენ. ასევე, პრეზენტაციები წარმოადგინეს გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, სლოვაკეთის და საფრანგეთის მაუწყებლობის მარეგულირებელი ორგანოების დელეგატები.

განხილვის საგანი, სხავადასხვა ახალი მედია პლატფორმების წარმოქმნის პირობებში აუდიოვიზუალური სერვისების რეგულირების ახალ გამოწვევები იყო. ევრო კომისიის დღის წესრიგში „Smart TV“-ს, “VoD”-ს (Video on Demand), “Cach-up”-ის ერაში უმცირესობათა, მათ შორის არასრულწლოვანთა უფლებების დაცვა, უკეთესი მედია გარემოს უზრუნველყოფა და გამოხატვის თავისუფლების შეზრუდვის გარეშე ეფექტური რეგულირების მექანიზმების შემუშავება დგას.

მედია საკითხების ექსპერტებმა რადიომაუწყებლობის ციფრულ მაუწყებლობაზე მიგრაციის საკითხიც განიხილეს.

კონფერენციის მესამე დღეს, 10 ოქტომბერს მარეგულირებელი ორგანოების პოლიტიკურ და ფინანსურ დამოუკიდებლობის მნიშვნელობაზე იქნება საუბარი.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები