წვდომის მენიუ

აგვისტო 19, 2016 12:13

მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირებს შპს „ტვ სპექტრს“, შპს „ოდიშს“ და შპს „ტვ კომს“ წერილობითი გაფრთხილება მიეცა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მიმდინარე წლის 18 აგვისტოს გამართულ სხდომაზე შპს „ტვ სპექტრის“, შპს „ოდიშის“ და შპს „ტვ კომის“ მიერ გარკვეული სამაუწყებლო არხების არამართლზომიერი ტრანზიტის საკითხი განიხილა.

კომისიამ საკითხის შესწავლის შემდეგ მიიჩნია, რომ სამივე კომპანიამ  ,,ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის“ ბერნის კონვენცია, „ისმო“ საავტორო უფლებების დაცვის შესახებ ხელშეკრულება, ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“  და ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონები დაარღვიეს. სამივე კომპანიას მიეცა წერილობითი გაფრთხილება და დაევალა სამაუწყებლო არხების არამართლზომიერი რეტრანსლირების დაუყოვნებლივ შეწყვეტა.

კომისიის სამივე გადაწვეტილების ვრცელი ვერსიები ხელმისაწვდომია კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები