აგვისტო 24, 2012

„მეგა TV“ თანამგზავრული სისტემების გამოყენებით მაუწყებლობის უფლებას ითხოვს

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს „მეგა TV“–ს განცხადების საფუძველზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.

სამაუწყებლო კომპანია მისი კუთვნილი მაუწყებლობის №B74 ლიცენზიის ტექნიკური პარამეტრების ისეთ ცვლილებას ითხოვს, რომ კომპანიას  შესაძლებლობა მიეცეს ზემოაღნიშნული ლიცენზიის ფარგლებში შემუშავებული სამაუწყებლო ბადე, ამავე ლიცენზიით განსაზღვრული პირობებით გაავრცელოს თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების მეშვეობითაც.

საკითხის ზეპირი მოსმენა 2012 წლის 24 სექტემბერს, 16:00 საათზე გაიმართება, კომისია გადაწყვეტილებას ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან ათი სამუშაო დღის ვადაში მიიღებს.

გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები