სექტემბერი 04, 2009

”მეგაფონი” მილიონი ლარით დაჯარიმდა

 

 

რუსული ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანია ”მეგაფონი” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ერთი მილიონი ლარით დააჯარიმა. სს ”მეგაფონ”-ს კომისია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უნებართვოდ საქმიანობას ედავება.

საქართველოს ”ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” 1441 მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ულიცენზიოდ საქმიანობა ითვალისწინებს ჯარიმას ერთი მილიონი ლარის ოდენობით.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ რუსული კომპანია ”მეგაფონი”  საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ულიცენზიოდ საქმიანობის გამო  გასულ წელსაც ორჯერ დააჯარიმა.  

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები