წვდომის მენიუ

მაისი 31, 2016 14:49

მეოთხე თაობის (4G) მომსახურებების დასანერგად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში შპს „მაგთიკომი“ გამოვლინდა გამარჯვებულად

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ფართოზოლოვანი მომსახურების უზრუნველსაყოფად, მათ შორის მეოთხე თაობის (4G) მომსახურებების დასანერგად, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად  გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვებულად შპს „მაგთიკომი“  გამოაცხადა. დღეს, 31 მაისს გამართულ სააუქციონო სხდომაზე შპს „მაგთიკომმა“ 5x2 მეგაჰერცის რესურსით სარგებლობის ლიცენზიაში  25 მლ 391 303 ლარის გადახდის მზადყოფნა დაადასტურა.

შპს „მაგთიკომი“ ვალდებულია რადისოხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის ღირებულების 20% საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში  ერთი თვის ვადაში ჩარიცხოს, თანხის ჩარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტის კომისიაში წარმოდგენის შემდეგ ხუთი სამუშაო დღის ვადაში კომისია გასცემს ლიცენზიას კომპანიაზე. შპს „მაგთიკომი“ გადასხადელი თანხის დარჩენილ ნაწილს ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული გრაფიკით ერთი წლის ვადაში დაფარავს.

შპს „მაგთიკომი“ რესურსით სარგებლობას 15 წლის ვადით შეძლებს. კომპანიას სალიცენზიო ვალდებულებად საქართველოს დასახლებული პუნქტების 90% მოცვის ვალდებულება განესაზღვრება, შემდეგი გრაფიკით:

მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა   დასახლებული პუნქტების  მინიმუმ:

1.

30%-თვის

ლიცენზიის ძალაში შესვლიდან ერთი წლის ვადაში

2.

50%-თვის

ლიცენზიის ძალაში შესვლიდან ორი წლის ვადაში

3.

70% -თვის

ლიცენზიის ძალაში შესვლიდან სამი წლის ვადაში

4.

90%-თვის

ლიცენზიის ძალაში შესვლიდან ხუთი წლის ვადაში

 

 რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად აუქციონები 800/900/1800/2100 დიაპაზონებში იყო გამოცხადებული. საერთო ჯამში საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ფართოზოლოვანი მომსახურების უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების ცხრა ლოტიანი აუქციონით დაახლოებით 160 მილიონი ლარის საწყისი ღირებულების რესურსი გამოიტანა. აუქციონზე მხოლოდ ერთი ლოტი გაიყიდა. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიებზე მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში კომისია კვლავ გამოაცხადებს აუქციონებს.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები