წვდომის მენიუ

სექტემბერი 02, 2016 14:49

მესტიაში ციფრული მიწისზედა ტელემაუწყებლობის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებული კონკურსი ჩაშლილად გამოცხადდა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მესტიაში ციფრული მიწისზედა ტელემაუწყებლობის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად კონკურსი ააიპ „შვანია ტელევიზიის“ განცხადების საფუძველზე 2016 წლის 28 ივლისს გამოაცხადა.

კონკურსში მონაწილეობის მსურველთა დოკუმენტაციის მიღება 2016 წლის 22 აგვისტოს 19:00 საათამდე მიმდინარეობდა, თუმცა განაცხადი კონკურსში მონაწილეობის თაობაზე კომისიაში არ შემოსულა, რის გამოც, კონკურსი ჩაშლილად გამოცხადდა.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები