ივნისი 29, 2012

მესტიაში რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად კონკურსი გამოცხადდა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე მესტიის მუნიციპალიტეტში რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად კონკურსი გამოაცხადა.ლიცენზიის სახე იქნება კერძო მაუწყებლობა, სახეობა საერთო რადიომაუწყებლობა, გეოგრაფიული ზონა – მესტიის მუნიციპალიტეტი, მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა კი დღე–ღამის განმავლობაში 12 საათი. ლიცენზიის მაძიებელებმა პროგრამირების მინიმალური მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილონ:  არანაკლებ 2 თემატიკის, მათ შორის, ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის, პროგრამებით მაუწყებლობა. რადიმაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებული კონკურსი 2012 წლის 4 სექტემბერს, 13:00 საათზე გაიმართება. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში რადიმაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეთა რეგისტრაცია  2012 წლის 30 ივლისის, 17:00 საათამდე იწარმობს. კონკურსის ჩატარებამდე გაიმართება მოსამზადებელი სხდომა, 2012 წლის 2 აგვისტოს, 13:00 საათზე. საკითხის ზეპირი მოსმენის სხდომა კი 2012 წლის 31 აგვისტოს, 13:00 საათზე ჩატარდება.რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად კონკურსში მონაწილე ყველა სუბიექტი დოკუმენტაციას კომისიაში დალუქულ მდგომარეობაში წარმოადგენს. მიმდინარე წლის 2 აგვისტოს ჩანიშნულ მოსამზადებელ სხდომაზე, კონკურსში მონაწილე ყველა სუბიექტის თანდასწრებით, საჯაროდ მოხდება დალუქული საბუთების გახსნა და გამოქვეყნება. ეს დოკუმენტაცია მოსამზადებელი სხდომის შემდეგ მომდევნო 20 სამუშაო დღის განმავლობაში იქნება საჯაროდ გამოქვეყნებული და ხელმისაწვდომი კომისიის ოფიციალურ ვებ. გვერდზე (www.gncc.ge).გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები