ივლისი 30, 2012

მესტიაში რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად საბუთების მიღება დასრულდა

30 ივლისს, 17:00 საათზე, საქართველოს კომუნიკაციების  ეროვნულ კომისიაში, მესტიის მუნიციპალიტეტში რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსზე დასრულდა საბუთების მიღება. კონკურსი, საეთერო მაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად,  29 ივნისს გამოცხადდა.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას განცხადებით  მხოლოდ შპს „რადიო იმედმა“ მიმართა.

2 აგვისტოს კომისიაში მოსამზადებელი სხდომა გაიმართება, სადაც  განიხილება შპს „რადიო იმედის“ განცხადება კონკურსში მონაწილეობის თაობაზე  და გაიხსნება თანდართული, დალუქული დოკუმენტაცია. იმ შემთხვევაში, თუ დოკუმენტები არასრულად იქნება წარმოდგენილი, საბუთების სრულყოფისათვის, კომისია „რადიო იმედს“ ხუთი სამუშაო დღის ვადას მისცემს.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები