სექტემბერი 04, 2012

მესტიის მუნიციპალიტეტში რადიომაუწყებლობის ლიცენზია გაიცა

საქართველოს კომუნიკაციების  ეროვნულ კომისიაში დღეს გამართულ საკონკურსო სხდომაზე მესტიის მუნიციპალიტეტში რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული გამოვლინდა.

შპს „რადიო იმედმა“ მესტიის მუნიციპალიტეტში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად გამართულ კონკურსში გაიმარჯვა.

კომისიამ, კერძი საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად, კონკურსი 2012 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით გამოაცხადა. კონკურსში მხოლოდ ერთი კომპანია, შპს „რადიო იმედი“ მონაწილეობდა.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები