ნოემბერი 05, 2009

მინიჭებული სახელებისა და ნომრების ინტერნეტ-კორპორაციას (ICANN)მსოფლიოს ქვეყნების ენები შეაქვს გლობალურ ინტერნეტში

სეული: პირველი დონის ინტერნეტ მისამართები, რომლებიც შეიცავს არალათინურ ასოებს, მალე იქნება ონლაინ რეჟიმში, ICANN-ის  მიერ მიღებული ახალი ინტერნაციონალიზებული დომენური სახელების პროგრამის (Fast Track) წყალობით.

”არალათინური ასოების შემოტანა ყველაზე დიდი ტექნიკური ცვლილებაა ინტერნეტში, მისი შექმნის დღიდან”, - განაცხადა ICANN-ის თავმჯდომარემ, პიტერ დენგეიტ თრაშმა. ”მოცემული მომენტისთვის ინტერნეტ მისამართების დაბოლოებები შეზღუდულია ლათინური ასოებით - A-დან Z-მდე; მაგრამ აღნიშნული პროგრამა(Fast Track) არის პირველი ნაბიჯი მსოფლიოს ენების 100 000 ასოს დომენურ სახელებში გამოსაყენებლად”.

”ეს არის მხოლოდ პირველი ნაბიჯი, მაგრამ წარმოუდგენლად დიდი და ისტორიული მნიშვნელობის მქონე, - ინტერნეტის ინტერნაციონალიზაციისთვის ”, განაცხადა როდ ბექსტრომმა, ICANN-ის პრეზიდენტმა.

IDN (ინტერნაციონალიზებული დომენური სახელები)-ები განხილვის თემა იყო ICANN-ის შექმნამდეც. წლების განმავლობაში ინტენსიური ტექნიკური შემოწმების, დასახული კურსის განვითარების და გლობალური თანამშრომლობის შედეგია აღნიშნული პროგრამის გაშვება.

”პროექტის დაწყების დღიდან ჩვენი მუშაობა IDN-ებზე მიმდინარეობდა უამრავი პროექტის, ტესტისა და მოხალისეთა მიერ წარმოდგენილი აურაცხელი რაოდენობის განვითარების გეგმის ფონზე. დღეს ჩვენ ვდგამთ პირველ ნაბიჯს, რათა დაგეგმარებიდან უკვე მოქმედებაზე გადავიდეთ.” განაცხადა ტინა დემმა, ICANN-ის უფროსმა ხელმძღვანელმა IDN-ების საკითხში. ”სწრაფი კურსის (Fast Track) პროცესის დაწყება იქნება განსაცვიფრებელი ცვლილება იმისათვის, რომ ინტერნეტი გახდეს უფრო ღირებული და მოიზიდოს უფრო მეტი მომხმარებელი მთელი მსოფლიოს მასშტაბით”.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები