წვდომის მენიუ

მაისი 16, 2016 14:03

მობილური ფართოზოლოვანი მომსახურების უზრუნველსაყოფად გამოცხადებულ აუქციონში მხოლოდ შპს „მაგთიკომი“ მონაწილეობს

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ფართოზოლოვანი მომსახურების უზრუნველსაყოფად, მათ შორის მეოთხე თაობის (4G) მომსახურებების დასანერგად, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად  ცხრა ლოტიანი აუქციონი  გამოაცხადა.

აუქციონში მონაწილეობის თაობაზე განცხადებების მიღება კომისიაში 2016 წლის 13 მაისის 17:00 საათამდე მიმდინარეობდა, განაცხადი მხოლოდ შპს „მაგთიკომმა“ წარმოადგინა. აუქციონი  2016 წლის 31 მაისის 12:00 საათზე ჩატარდება.

რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად აუქციონები 800/900/1800/2100 დიაპაზონებში გამოცხადდა. საერთო ჯამში საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ფართოზოლოვანი მომსახურების უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების ცხრა ლოტიანი აუქციონით დაახლოებით 160 მილიონი ლარის საწყისი ღირებულების რესურსი გამოიტანა.

N1, N2, N3, N4 ლოტებით აუქციონზე 800 მეგაჰერც დიაპაზონში ხელმისაწვდომი სიხშირული რესურსია გამოტანილი. თითოეულ ლოტით 2x5 მეგაჰერცი რადიოსიხშირული სპექტრია, რომლის საწყისი ღირებულებაც 24 მილიონ 182 193  ათასი ლარია.

N5 ლოტით 900 მეგაჰერც დიაპაზონში 2x4.5 მეგაჰერცია გამოტანილი,  საწყისი საფასური 21 მილიონი 112 232 ათასი ლარი და 85 თეთრია.

N6 ლოტით 1800 მეგაჰერც დიაპაზონში 2x5 მეგაჰერცია გამოტანილი,  საწყისი საფასური 13 მილიონი 525 957 ათასი ლარი და 50 თეთრია.

N7, N8 და N9 ლოტებით კი 2100 მეგაჰერც დიაპაზონში ხელმისაწვდომი რადიოსიხშირული სპექტრია აუქციონზე გამოტანილი, თითოეული ლოტით ხელმისაწვდომია 2x5 მეგაჰერცი, რომლის საწყისი ღირებულება  8 მილიონ 199 336 ათასი ლარია.

აუქციონზე გამოტანილ ცხრავე ლოტზე ერთი ბიჯის ოდენობა შეადგენს კონკრეტულ დიაპაზონში ხელმისაწვდომი რადიოსიხშირული რესურსის საწყისი ღირებულების 0.5% დამრგვალებულ მთელ რიცხვამდე.

მეოთხე თაობის (4G) ფართოზოლოვანი მომსახურების უზრუნველსაყოფად (LTE) რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად გამოცხადებულ აუქციონებში გამარჯვებული კომპანია რესურსით სარგებლობას 15 წლის ვადით შეძლებს. კომპანიას სალიცენზიო ვალდებულებად საქართველოს დასახლებული პუნქტების 90% მოცვის ვალდებულება განესაზღვრებათ, შემდეგი გრაფიკით:

მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა   დასახლებული პუნქტების  მინიმუმ:

1.

30%-თვის

ლიცენზიის ძალაში შესვლიდან ერთი წლის ვადაში

2.

50%-თვის

ლიცენზიის ძალაში შესვლიდან ორი წლის ვადაში

3.

70% -თვის

ლიცენზიის ძალაში შესვლიდან სამი წლის ვადაში

4.

90%-თვის

ლიცენზიის ძალაში შესვლიდან ხუთი წლის ვადაში

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები