ივნისი 13, 2011

მობილური ქსელის ნუმერაცია 20 ივნისიდან იცვლება

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია გაცნობებთ, რომ ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების შესაბამისად  2011 წლის 20 ივნისის, 01:00 საათიდან მობილური ქსელი ნუმერაცია იცვლება.

მობილურ სააბონენტო ნომერს პირველ ციფრად ემატება -  5. მაგალითად, სააბონენტო ნომერი 77-XX-XX-XX  გახდება 577-XX-XX-XX. ფიქსირებული სატელეფონო ნომრიდან,  „სილქნეტის“, „ახტელის“ ან „მაგთიფიქსის“ ნომრიდან, მობილურ ქსელში დასარეკად უნდა გამოვიყენოთ ციფრების შემდეგი კომბინაცია: 8-577- XX-XX-XX.

ხოლო მობილურ ქსელებში სატელეფონო ზარის შესრულებისას ეროვნული პრეფიქსი  – 8, აღარ იქნება საჭირო და მობილურ ქსელებში სატელეფონო ზარის შესრულებისას „მაგთიკომის“, „ჯეოსელის“, და „მობიტელის“ აბონენტები ერთმანეთს ციფრების შემდეგი კომბინაციის აკრეფვის შედეგად დაუკავშირდებიან : 577-XX-XX-XX;

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ მიმართოთ სატელეკომუნიკაციო საოპერატორო კომპანიების საინფორმაციო-საცნობარო სამსახურებს შემდეგ ნომრებზე :

კომპანია ”მაგთიკომის” აბონენტებმა ტელეფონებზე: (მაგთი, ბალი, ბანი და მაგთი ფიქსი) - 17-00-00;          ქ. თბილისი - 217-00-00;

კომპანია ”ჯეოსელის” აბონენტებმა ტელეფონებზე: (ჯეოსელი  და ლაი-ლაი)-7777; ქ. თბილისი -  277-01-77;

კომპანია ”ბილაინის” აბონენტებმა ტელეფონებზე:  0611; ქ. თბილისი - 220-06-11;

კომპანია ”სილქნეტის” აბონენტებმა ტელეფონებზე: ქ. თბილისი, საქართველოს ქალაქები და მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ცენტრები - 2-100-100;

კომპანია ”ახალი ქსელებისდა ”ახტელის” აბონენტებმა ტელეფონებზე:  ქ.თბილისი-275 -75-75; 213-13-13; ქქ. ქუთაისი, ზესტაფონი, ფოთი-22-00-00;

კომპანია ”საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის” აბონენტებმა ტელეფონზე:  ქ.რუსთავი- 508.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები