სექტემბერი 11, 2009

მობილური საკომუნიკაციო მომსახურების ლიცენზიის მისაღებად აუქციონი გამოცხადდა

 

 

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მობილური საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად GSM1800 და IMT2000 სიხშირულ დიაპაზონებში რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად აუქციონები გამოაცხადა.

GSM1800 სიხშირულ დიაპაზონში რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის საწყისი ღირებულება 7 353 063 ლარით და 56 თეთრით განისაზღვრა. რაც შეეხება IMT2000 სიხშირულ დიაპაზონს,  ამ შემთხვევაში რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის ღირებულებამ 12 739 796 ლარი და 60 თეთრი შეადგინა.

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში აუქციონებში მონაწილეთა რეგისტრაცია 2009 წლის 5 ოქტომბრის, 17:00 საათამდე იწარმოებს. აუქციონები 2009 წლის 23 ოქტომბრის 13:00 და 14:00 საათებზე გაიმართება.

ორივე აუქციონი კომპანია ”დატა ვეივი”-ს განაცხადის საფუძველზე გამოცხადდა.

 

გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები