სექტემბერი 12, 2011

მობილური ტარიფის მრჩეველი

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მობილური ტარიფების მრჩეველი შექმნა. მომხმარებელს საშუალება ეძლევა ზუსტად განსაზღვროს რომელი კომპანიის სატარიფო გეგმა არის მისთვის მისაღები. კალკულატორის გამოყენებით მიღებული შედეგი არის მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათის და ითვალისწინებს მობილურ კომპანიებში მოქმედ ძირითად სატარიფო გეგმებს.

ამიერიდან ნუ გადაიხდით ზედმეტს, ზუსტად გამოთვალეთ თქვენთვის მისაღები და მოსახერხებელი ტარიფი. დაზოგეთ დრო და ენერგია, ისარგებლეთ სიახლით. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ზრუნავს მომხმარებელთა კეთილდღეობაზე.

იხილეთ მობილური ტარიფების მრჩეველი  „Facebook“-ზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ფან გვერდზე დღეიდან. 2011 წლის 14 სექტემბრიდან კი კომისიის ოფიციალურ ვებ. გვერდზე, www.gncc.ge .

მობილური ტარიფის მრჩეველი: http://online.gncc.ge/MobileCalc/Notice.aspx  

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები