ივლისი 30, 2012

„მობიტელმა“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა მიიღო

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში გამართულ სხდომაზე შპს „მობიტელმა“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა მიიღო. კომპანიამ ნუმერაციის რესურსი – 1-6-7-7-7, ავტორიზებული საქმიანობისთვის, არასატელეკომუნიკაციო მომსახურების მიწოდების უზრუნველსაყოფად უნდა გასცეს. ნუმერაციის რესურსის მოქმედების გეოგრაფიული ზონა საქართველოს მთელი ტერიტორიაა.

გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები