წვდომის მენიუ

აპრილი 08, 2016 17:43

„მომავლის რეკლამა“(რადიო „დარდიმანდი“) სახეობას იცვლის

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს „მომავლის რეკლამის“ (რადიო „დარდიმანდის“) განცხადების საფუძველზე კომპანიის კუთვნილი რადიომაუწყებლობის №B59 და  №B76 ლიცენზიების მოდიფიცირების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.

შპს „მომავლის რეკლამა“ ქ. ქუთაისში საერთო რადიომაუწყებლობის და ქ. თბილისში სპეციალიზებული (საგანმანათლებლო/შემეცნებითი) რადიომაუწყებლობის სახეობის ნაცვლად  სპეციალიზებულ (გასართობ) რადიომაუწყებლობის ლიცენზიებად მოდიფიცირებას ითხოვს.

საკითხის ზეპირი მოსმენის სხდომა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში 2016 წლის 10 მაისს 15:00 საათზე გაიმართება, კომისია გადაწყვეტილებას ზეპირი მოსმენის სხდომის გამართვიდან ათი სამუშაო დღის ვადაში გამოაცხადებს.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები