წვდომის მენიუ

მარტი 15, 2017 17:41

მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს თამთა ტეფნაძემ ანგარიში წარადგინა

2017  წლის 15 მარტს მომხამარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან დამოუკიდებლად მოქმედმა მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივმა დამცველმა, თამთა ტეფნაძემ სასტუმრო “თბილისი - რუმსში“   სამსახურის 2016 წლის  საქმიანობის ანგარიში წარადგინა.

საზოგადოებრივმა დამცველმა შეაჯამა 2016 წელს მომხმარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის მიზნით განხორციელებული ღონისძიებები:

  1. 2016 წლის საქმიანობის ანგარიში;
  2. მომხმარებელთა საჩივრების სტატისტიკა და რეაგირების შედეგები;
  3. სატელეკომუნიკაციო ბაზარზე დაგროვილი პრობლემები;
  4. 2017 წელს დაგეგმილი ღონისძიებები;

პრეზენტაციაზე ტელეკომუნიკაციების ომბუდსმენმა ყურადღება გაამახვილა ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა: სატელეკომუნიკაციო სფეროში საზოგადოების ცნობიერების ამაღლების საჭიროება,  მომხმარებელთა დროული ინფორმირების მნიშვნელობა, სატელეკომუნიკაციო მომსახურების ხარისხის კონტროლის აუცილებლებლობა, პერსონალური ინფორმაციის დაუცველობა. აგრეთვე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის ხელშეწყობის მიზნით საჭიროებების დროული იდენტიფიცირება და სათანადო უზრუნველყოფა, 2016 წელს კომისიის მიერ მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიზნით მიღებული გადაწყვეტილებების მნიშვნელოვანი შედეგები.

მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის ფუნქციონირების მიზანია ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის სფეროში მომხმარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები