ნოემბერი 26, 2014 13:37

მსოფლიო სატელეკომუნიკაციო/ICT ინდიკატორების რიგით მე-12 სიმპოზიუმი – WTIS 2014 დღეს იხურება

 

მსოფლიო სატელეკომუნიკაციო/ICT ინდიკატორების მე-12 სიმპოზიუმი 26 ნოემბერს სრულდება.

სიმპოზიუმს საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო გაერთიანების (ITU) წევრი ასამდე სახელმწიფოს სამასზე მეტი დელეგატი დაესწრო. სტუმრებს შორის არიან ტელესაკომუნიკაციო დარგის სხვადსხვა ქვეყნების მინისტრები და მარეგულირებელი ორგანოების ხელმძღვანელი პირები.

საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირმა (ITU) საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) განვითარების ინდექსის მიხედვით მსოფლიოს ქვეყნების რეიტინგი  გამოაქვეყნა. ამ დოკუმენტის თანახმად, საქართველო მსოფლიო 166 ქვეყანას შორის საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) განვითარების ინდექსის მიხედვით 9 ყველაზე დინამიურად განვითარებადი ქვეყნების ჩამონათვალშია, რის გამოც საქართველოს ჯილდო გადაეცა. ასევე, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარების ინდექსში საქართველოს რეიტინგი ხუთი საფეხურით გაუმჯობესდა და 83-დან 78-ე ადგილზე გადაინაცვლა.

სიმპოზიუმი საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 24 ნოემბერს გახსნა. სტუმრებს მისასალმებელი სიტყვებით საერთაშორისო სატელკომუნიკაციო გაერთიანების (ITU) ახლად არჩეულმა თავმჯდომარემ ჰუალინ ჟაომ, ITU-ს ტელეკომუნიკაციების განვითარების ბიუროს ხელმძღვანელმა ბრაჰიმა სანოუმ, ასევე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ ვახტან აბაშიძემ მიმართეს.

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები