ნოემბერი 24, 2014

მსოფლიო სატელეკომუნიკაციო/ICT ინდიკატორების რიგით მე-12 სიმპოზიუმი – WTIS 2014 გაიხსნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მსოფლიო სატელეკომუნიკაციო/ICT ინდიკატორების მე-12 სიმპოზიუმი 24 ნოემბერს  ოფიციალურად გახსნა.

სიმპოზიუმს საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო გაერთიანების (ITU) წევრი ასამდე სახელმწიფოს სამასზე მეტი დელეგატი ესწრება. სტუმრებს შორის არიან ტელესაკომუნიკაციო დარგის სხვადსხვა ქვეყნების მინისტრები და მარეგულირებელი ორგანოების ხელმძღვანელი პირები.

დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვებით საერთაშორისო სატელკომუნიკაციო გაერთიანების (ITU) ახლად არჩეულმა თავმჯდომარემ ჰუალინ ჟაომ, ITU-ს ტელეკომუნიკაციების განვითარების ბიუროს ხელმძღვანელმა ბრაჰიმა სანოუმ, ასევე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ ვახტან აბაშიძემ მიმართეს.

სიმპოზიუმის პირველ სამუშაო დღეს საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირმა (ITU) საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) განვითარების ინდექსის მიხედვით მსოფლიოს ქვეყნების რეიტინგი  გამოაქვეყნა. ამ დოკუმენტის თანახმად, საქართველო მსოფლიო 166 ქვეყანას შორის საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) განვითარების ინდექსის მიხედვით 9 ყველაზე დინამიურად განვითარებადი ქვეყნების ჩამონათვალშია. ასევე, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარების ინდექსში საქართველოს რეიტინგი ხუთი საფეხურით გაუმჯობესდა და 83-დან 78-ე ადგილზე გადაინაცვლა. 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები