დეკემბერი 04, 2012

„მზერა ტივი“ კერძო მაუწყებლობის ლიცენზიას ითხოვს

დღეს, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში გამართულ სხდომაზე, ტელეკომპანია „მზერა ტივი”-სთვის, თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით, კერძო საერთო ტელემაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით, საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.

შპს „მზერა ტივი“ ითხოვს თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით კერძო მაუწყებლობის ლიცენზიას, რომლის სახეობა იქნება საერთო ტელემაუწყებლობა, გეოგრაფიული ზონა – საქართველო, ხოლო მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში – 16 საათი.

საკითხის ზეპირი მოსმენის სხდომა 2012 წლის 3 იანვარს, 16:00 საათზე გაიმართება. კომისია გადაწყვეტილებას ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში მიიღებს.

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები