თებერვალი 06, 2014

„მზერა ტივის“ თანამგზავრული მაუწყებლობის ლიცენზია გაუქმდა

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს „მზერა ტივის“ თანამგზავრული სისტემების გამოყენებით მაუწყებლობის ლიცენზია გააუქმა.

სამაუწყებლო ლიცენზიის გაუქმებისთვის კომისიამ საჯარო ადმინისტრაციული წარმოება კომპანიის განცხადების საფუძველზე აწარმოა. შპს „მზერა ტივი“ განცხადებაში განმარტავდა, რომ კომპანიამ პრაქტიკული საქმიანობის დაწყება ვერ უზრუნველყო და ამიტომ ლიცენზიის გაუქმება მოითხოვა.

კომისიის გადაწყვეტილების ვრცელი ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები