იანვარი 12, 2016 15:21

ნეტფლიქსი - მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ინტერნეტ ტელევიზიის ქსელი საქართველოს მოსახლეობისთვისაც ხელმისაწვდომი გახდა

მსოფლიოში ერთ -ერთი უმსხვილესი ინტერნეტ ტელევიზიის ქსელი - ნეტფლიქსი, საზღვრებს აფართოვებს და საქართველოს მოსახლეობისთვისაც ხელმისაწვდომი გახდა. კომპანიის ხელმომწერი მსოფლიოს 190 ქვეყნის 70 მილიონი აბონენტია, რომლეთაც შეუზღუდავი წვდომა აქვთ ნეტფლიქსის კონტენტზე - სატელევიო შოუებზე, მხატვრულ ფილმებზე და სერიალებზე.

კომპანია 1997 წელს დაარსდა და  DVD გაქირავების და გაყიდვის პირველი ონლაინ ვებგვერდი (www.netflix.com) გახდა. ნეტფლიქსის წარმატება ასევე, განპირობებულია, კომპანიის მოქნილობით - მის კონტენტზე წვდომა შესაძლებელია ნებისმიერი ტერმინალური მოწყობილობით.

კომისია მიესალმება ნეტფლიქსის შემოსვლას საქართველოში და გამოთქვამს იმედს, რომ მის რესურსებზე დაშვება საქართველოში ლეგალური ინტერნეტ პროდუქციის დამკვიდრებას  შეუწყობს ხელს.

 

წყარო: https://media.netflix.com/en/about-netflix

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები