დეკემბერი 19, 2013

„ნიუ მედია აჭარამ“ თანამგზავრული მაუწყებლობის ლიცენზია მიიღო

დღეს, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში გამართულ სხდომაზე შპს „ნიუ მედია აჭარამ“ თანამგზავრული მაუწყებლობის ლიცენზიის გაცემაზე კომისიის თანხმობა მიიღო.

შპს „ნიუ მედია აჭარა“  საკაბელო ქსელის გამოყენებით უკვე მაუწყებლობს. კომპანია მომსახურების გაფართოვების მიზნით თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით კერძო საერთო მაუწყებლობასაც აპირებს. ტელეკომპანია პრაქტიკულ საქმიანობას ლიცენზიის გაცემიდან ექვსი თვის ვადაში დაიწყებს.

შპს „ნიუ მედია აჭარის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი დოკუმენტაცია სრულად აკმაყოფილებს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს.

გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები