ნოემბერი 28, 2011

ნუმერაციის რესურსი აუქციონზე გაიყიდა

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დღეს გამართულ სხდომაზე ინტელექტუალური ქსელებით უფასო მომსახურების უზრუნველსაყოფად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამართულ აუქციონზე  შპს „ალფაკომმა“ გაიმარჯვა.

კომპანიამ უფასო სატელეფონო მომსახურების უზრუნველსაყოფად 17 სააბონეტო ნომერი შეიძინა, ესენია: 800 800 800, 800 555 555, 800 282 828, 800 808 080, 800 880 088, 800 517 518, 800 909 090, 800 414 141, 800 388 999, 800 707 070, 800 717 171, 800 770 001, 800 101 010, 800 202 020, 800 404 040, 800 505 050 და 800 112 112. უფასო სატელეფონო მომსახურების უზრუნველსაყოფად საჭირო ერთი სააბონენტო ნომრის ღირებულება 50 ლარს შეადგენდა.

კომპანიას რესურსით სარგებლობის ლიცენზიაში 893 ლარის გადახდა მოუწევს.

გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები