აპრილი 19, 2013

ნუმერაციის რესურსი „ჯეოლაინზე“ გაიცა

დღეს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში გამართულ სხდომაზე შპს „ჯეოლაინმა“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა მიიღო.

კომპანიას ნუმერაციის რესურსი  95700-95709 (სულ ათი სააბონენტო ნომერი) ტექსტური/მულტიმედიური შეტყობინებების  ნომრებით არასატელეკომუნიკაციო (დამატებული ღირებულების) სერვისის მიწოდების უზრუნველსაყოფად გამოეყო. ნუმერაციის რესურსის მოქმედების გეოგრაფიული ზონაა საქართველოს მთელი ტერიტორია.

გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები