ოქტომბერი 13, 2011

ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზია “ჯეოსელმა“ აუქციონის წესით შეიძინა

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დღეს გამართულ სხდომაზე ინტელექტუალური ქსელებით უფასო მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზია 5 250 ლარად გაიყიდა. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელი კომპანია „ჯეოსელი“ გახდა.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს „ჯეოსელის’ განაცხადის საფუძველზე, 2011 წლის 9 სექტემბერის გადაწყვეტილებით ინტელექტუალური ქსელებით უფასო მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონი გამოაცხადა.

800 00 00 XX ნუმერაციის რესურსის, სულ ასი სააბონენტო ნომრის საწყისი ღირებულება 5 ათასი ლარის ოდენობით განისაზღვრა.

გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები