ნოემბერი 21, 2008

ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიი მისაღებად აუქციონი გამოცხადდა

 

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონი გამოაცხადა.

აუქციონი 2009 წლის 9 იანვარს, 13:00 საათზე ჩატარდება და გამოტანილი იქნება 193XXX და 197XXX ინდექსის, 5000 სააბონენტო ნომერი.

ლიცენზიის მაძიებელთა საბუთების მიღება 2008 წლის 14 დეკემბრის, 17:00 საათამდე მოხდება.

ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საწყისი საფასური 10 000 ლარს შეადგენს.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები