აპრილი 06, 2015 12:13

ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვები გაიცა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 2 აპრილს გამართულ სხდომაზე სატელეფონო მომსახურების მიმწოდებელ რამდენიმე კომპანიაზე ნუმერციის რესურსით სარგებლობის ნებრთები გასცა.

შპს ,,ვიგ ტელეკომმა” მობილური ხმოვანი საკომუნიკაციო მომსახურების უზრუნველსაყოფად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა აიღო. კომპანიამ სულ ათი ათასი ნომრის მფლობელი გახდა, შემდეგ ინდექსზე -  995 544 00X XXX . ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებრთვის გეოგრაფიული ზონა საქართველოს მთელი ტერიტორია არის. ნებართვა უვადოა და ექვემდებარება ყოველწლიურ განახლებას.

შპს ”მაგთიკომმა” ინტელექტუალური ქსელებით (უფასო) მომსახურებისათვის 800 100 2XX  ინდექსზე, სულ ასი სააბონენტო ნომრით სარგებლობის ნებართვა აიღო. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებრთვის გეოგრაფიული ზონა, ამ შემთხვევაშიც საქართველოს მთელი ტერიტორია არის. ნებართვა უვადოა და ექვემდებარება ყოველწლიურ განახლებას.

შპს „ახალ ქსელებმა” კი ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა ერთ სააბონენტო ნომერზე ავტორიზებული საქმიანობისას, არასატელეკომუნიკაციო მომსახურების მიწოდების უზრუნველსაყოფად აიღო. ნუმერაციის რესურსით - 16116 - სარგებლობის ნებართვაც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოქმედებს და ასევე, უვადოა და ექვემდებარება ყოველწლიურ განახლებას.

სამივე გადაწყვეტილების ვრცელი ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები