წვდომის მენიუ

ივნისი 21, 2016 11:37

ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვები გაიცა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით შპს „გლობალ სელმა“ და შპს ,,ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს”-მ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვები მიიღეს.

შპს „გლობალ სელმა“ ნუმერაციის რესურსი 91340-91349 (სულ ათი სააბონენტო ნომერი) ავტორიზებადი საქმიანობის განხორციელებისას, ტექსტური/მულტიმედიური შეტყობინებების   ნომრებით (სტანდარტული ტარიფით) არასატელეკომუნიკაციო სერვისის მიწოდების უზრუნველსაყოფად მიიღო.

შპს ,,ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს”-მ ნუმერაციის რესურსი  501 00X XXX (სულ  ათი ათასი სააბონენტო ნომერი) მობილური სატელეფონო მომსახურების უზრუნველსაყოფად მიიღო.

ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ორივე ნებართვის გეოგრაფიული ზონა საქართველოს მტელი ტერიტორიაა, ნებართვები უვადოა და ექვემდებარება ყოველწლიურ განახლებას.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები