დეკემბერი 21, 2015 11:31

ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ორი ახალი ნებართვა გაიცა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ორი ახალი ნებართვა გასცა.

შპს „გლობალურმა კავშირებმა“ თბილიში ფიქსირებული სატელეფონო მომსახურების უზრუნველსაყოფად 283 0XXX-283 1999 ინდექსზე, სულ 2000 (ორი ათასი) სააბონენტო ნომრით სარგებლობის ნებართვა აიღო. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის ყოველწლიური საფასური 200 ლარია.

შპს „ჯეონეთმა“ სააბონენტო ნომერი: 1-6-1-1-2 ავტორიზებული საქმიანობისას, არასატელეკომუნიკაციო მომსახურების მიწოდების უზრუნველსაყოფად მიიღო. რესურსით სარგებლობის გეოგრაფიული  არეალი საქართველოს მთელი ტერიტორიაა და ნებართვით სარგებლობის  ყოველწლიურ საფასურს 1500 ლარი შეადგენს.

ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვები უვადოა და ექვემდებარება ყოველწლიურ განახლებას. ორივე გადაწყვეტილების ვრცელი ვერსია, გთხოვთ იხლოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები