ნოემბერი 16, 2015 11:03

ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ორი ნებართვა გაიცა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ორი ნებართვა გასცა.

შპს „მაგთიკომმა“ მობილური საკომუნიკაციო მომსახურების უზრუნველსაყოფად - 551, 595 და 591 ინდექსებზე ჯამში 52 818 სააბონენტო ნომერზე ნუმერაციის რესურსით სარეგბლობის ნებართვა დაიმატა. რესურსით სარეგბლობის გეოგრაფიული ზონა საქართველოს მთელი ტერიტორიაა.

შპს „მაიფონმა“ კი ქ. ქუთაისში ფიქსირებული საკომუნიკაციო მომსახურების უზრუნველსაყოფად ათასი სააბონენტო ნომერით სარგებლობის ნებართვა მიიღო.

ორივე ნებართვა უვადოა და ექვემდებარება ყოველწლიურ განახლებას.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები