ოქტომბერი 04, 2013

ნუმერაციის რესურსით სარგებლობის სამი ნებართვა გაიცა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დღეს გამართულ სხდომაზე ნუმერაციის რესურსით სარგებლობის სამი ნებართვა გაიცა.

კომისიის დღევანდელ სხდომაზე შპს „მობიტელმა“, იგივე „ბილაინმა“ მობილური საკომუნიკაციო მომსახურების უზრუნველსაყოფად 597 XXX XXX ინდექსის 46 996 სააბონენტო ნომრით სარგებლობის ნებართვა მიიღო, 579 XXX XXX ინდექსზე კი 92 839 სააბონენტო ნომერზე. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის გეოგრაფიული ზონა საქართველოს მთელი ტერიტორიაა. ნებართვა უვადოა, ექვემდებარება ყოველწლიურ განახლებას.

შპს ”Premium Net International SRL-ის ფილიალმა საქართველოში” 902 001 000-902 001 099 ინდექსის, სულ ასი სააბონენტო ნომერი, ინტელექტუალური ქსელებით (დამატებული ღირებულების (მოზრდილთათვის)) მომსახურების უზრუნველსაყოფად მიიღო. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის გეოგრაფიული ზონა საქართველოს მთელი ტერიტორიაა. ნებართვა უვადოა, ყოველწლიური განახლებით.

კომპანია „სილქნეტმა“ კი თბილისში, ფიქსირებული სატელეფონო მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით 2926 XXX ინდექსის 1000 სააბონენტო ნომერზე მიიღო ნებართვა. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის გეოგრაფიული ზონა თბილისია. ნებართვა უვადოა და ექვემდებარება ყოველწლიურ განახლებას.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები