ოქტომბერი 11, 2013

ნუმერაციის რესურსით სარგებლობის სამი ნებართვა გაიცა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დღეს გამართულ სხდომაზე ნუმერაციის რესურსით სარგებლობის სამი ნებართვა გაიცა.

კომისიის დღევანდელ სხდომაზე შპს „კავკასუს ონლაინმა“ ფიქსირებული სატელეფონო მომსახურების უზრუნველსაყოფად 20 00 00-20 19 99 ინდექსის სულ ორი ათასი სააბონენტო ნომრით სარგებლობის ნებართვა მიიღო. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის გეოგრაფიული ზონა ზუგდიდის მუნიციპალიტეტია. ნებართვა უვადოა, ექვემდებარება ყოველწლიურ განახლებას.

შპს „მაიფონმა“ 99532 2050000 -99532 2054999 ინდექსის, სულ ხუთი ათასი სააბონენტო ნომერი, ფიქსირებული სატელეფონო მომსახურების უზრუნველსაყოფად აიღო. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის გეოგრაფიული ზონა თბილისია. ნებართვა უვადოა, ყოველწლიური განახლებით.

გარდა ამისა, შპს „მაიფონმა“ VOIP - ინტერნეტ პროტოკოლით ხმოვანი სატელეფონო კავშირით მომსახურებისთვის 706 060 XXX  ინდექსის სულ ათასი სააბონენტო ნომერით სარგებლობის ნებართვაც მიიღო. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გეოგრაფიული ზონა საქართველოს მთელი ტერიტორიაა. ნებართვა უვადოა, ექვემდებარება ყოველწლიურ განახლებას.

სამივე გადაწყვეტილების ვრცელი ვერსიები, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები