ივნისი 28, 2013

ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ხუთი ნებართვა გაიცა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე სხვადასხვა სახის სატელეფონო მომსახურების უზრუნველსაყოფად ხუთ სხვადასხვა კომპანიაზე ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებრთვები გასცა.

შპს „მობიტელმა“, იგივე „ბილაინმა“, მობილური სატელეფონო მომსახურების განსახორციელებლად  597 XXX XXX ინდექსის, სულ სულ 346 563 (სამას ორმოცდაექვსი ათას ხუთას სამოცდასამი) სააბონენტო ნომერი მიიღო, კომპანია მომსახურებას  საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უზრუნველყოფს.

არასატელეკომუნიკაციო მომსახურების უზრუნველსაყოფად, ნუმერაციის რესურსი  - 16114, სს „სილქნეტმა“ მიიღო. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის გეოგრაფიული არეალი საქართველოს მთელი ტერიტორიაა.

შპს „ჯეოლაინმა“ კი ტექსტური/მულტიმედიური შეტყობინებების  ნომრებით (დამატებული ღირებულების (ინტერაქტიული)) არასატელეკომუნიკაციო სერვისის მიწოდების უზრუნველსაყოფად, 95900-95909 ინდექსის ათი სააბონენტო ნომერი მიიღო. ამ ნომრებითაც სარგებლობა საქართველოს მთელ ტერიტორიაზეა შესაძლებელი.

შეკვეთით საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირის განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსი - 17017 შპს „ინტელფონმა“ აიღო. ამ ნუმერაციის რესურსით სარგებლობა ასევე, შესაძლებელი იქნება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.

სს ”ინფოჯორჯია XXI”-მ კი ფიქსირებული სატელეფონო მომსახურების უზრუნველსაყოფად 249 0XXX-249 1XXX ინდექსებზე სულ ოთხი ათასი სააბონენტო ნომერი მიიღო. აღნიშნული ნუმერაციის რესურსით სარგებლობის გეოგრაფიული ზონა თბილისია.

ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ყველა ნებართვა უვადოა, ყოველწლიური განახლებით.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები