სექტემბერი 06, 2013

ნუმერაციის რუსურსით სარგებლობის ორი ნებართვა გაიცა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ნუმერაციის რესუსრსით სარგებლობის ორი ნებართვა გასცა.

შპს ”09.tech”-მა არასატელეკომუნიკაციო მომსახურების მიწოდების უზრუნველსაყოფად ხუთციფრა მოკლე ფორმატის ერთი ნომერით - 161-09 - სარგებლობის ნებართვა მიიღო. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა უვადოა და ექვემდებარება ყოველწლიურ განახლებას. რესურსით სარგებლობის საფასური, ერთი წლის განმავლობაში 1500 ლარს შეადგებს.

შპს „ჯეოინტერკომმა” თბილისში ფიქსირებული სატელეფონო მომსახურების უზრუნველსაყოფად,  5000 სააბონენტო ნომერზე, ინდექსით -  2110XXX-2114XXX  – ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა აიღო. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა უვადოა და ექვემდებარება ყოველწლიურ განახლებას. ნებართვით სარგებლობის საფასური, ერთი წლის განმავლობაში 500 ლარს შეადგებს.

ორივე გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები