ივნისი 03, 2011

ნუმერაციის სისტემა დღეს ღამე იცვლება

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია გაცნობებთ, რომ 2011 წლის 4 ივნისს, 00:00 საათზე ფიქსირებული ქსელის ადგილობრივი სატელეფონო სადგურების ნუმერაცია იცვლება.

ქ. თბილისში ექვსნიშნა ნუმერაცია შეიცვლება შვიდნიშნა ნუმერაციით და არსებულ სააბონენტო ნომერს დაემატება პირველ ციფრად - 2.  მაგალითად, სააბონენტო ნომერი 76XXXX  გახდება  276 XXXX.  ქალაქ თბილისში სხვა გეორგაფიული ზონიდან და მობილური ქსელებიდან დასარეკად შემდეგი ციფრების კომბინაცია უნდა ავკრიფოთ 32 (ქალაქის კოდი) 276 XXXX (აბონენტის ნომერი).

გამონაკლისია ქალაქი რუსთავი ქ. რუსთავში გეოგრაფიული კოდი 34 შეიცვლება 341-თ, ხოლო თავად ქ. რუსთავის ადგილობრივ სატელეფონო სადგურებში, სააბონენტო ნომრის პირველი ციფრი - 1, შეიცვლება ციფრი 2-თ; მაგალითად სააბონენტო ნომერი 15 XXXX გახდება 25 XXXX; ქალაქ რუსთავში სხვა გეორგაფიული ზონიდან და მობილური ქსელებიდან დასარეკად ნუმერაციის შემდეგი კომბინაცია უნდა გამოიყენოთ - 341– (ქალაქის კოდი) - 2X-XX-XX (აბონენტის ნომერი);

დანარჩენ საქართველოში ყველა სხვა მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქში ხუთნიშნა ნუმერაცია შეიცვლება ექვსნიშნა ნუმერაციით. ადგილობრივ სატელეფონო ნომერს პირველ ციფრად ემატება ციფრი - 2. მაგალითად: ქ. ქუთაისში, სატელეფონო ნომერი 3XXXX გახდება  23XXXX. ქალაქ ქუთაისში სხვა გეორგაფიული ზონიდან და მობილური ქსელებიდან შემდეგნაირად უნდა დავრეკოთ - 431 (ქალაქის კოდი) 23XXXX (აბონენტის ნომერი).

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები