სექტემბერი 21, 2012

„ობიექტივმა“ „სილქნეტს“ და „კავკასუს ონლაინს" უჩივლა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე ტელეკომპანია „ობიექტივის“ ორი  საჩივარი განიხილა  მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირების – სს „სილქნეტის“ და შპს „კავკასუს ონლაინის“ წინააღმდეგ.

ტელეკომპანია „ობიექტივი“ „კავკასუს ონლაინს“ და „სილქნეტს“ საქართველოს ორგანული კანონის „საარჩევნო კოდექსის“ 51-ე მუხლის მე-17 ნაწილის შესაბამისად დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობაში ადანაშაულებდა, კერძოდ  საკაბელო ოპერატორებს „ობიექტივი“ საკუთარ საკაბელო ქსელებში დღემდე არ ყავდა ჩასმული. ტელეკომპანია კომისისგან რეაგირებას ითხოვდა, რის გამოც კომისიას 2012 წლის 20 საექტმებრს მიმართა. კომისაიმ ტელეკომპანია „ობიექტივის“ განცხადება 48 საათის განმავლობაში განიხილა. სხდომაზე ყველა დაინტერესებული მხარე იყო წარმოდგენილი და მათ საშუალება ჰქონდათ საკუთარი არგუმენტები წარმოედგინათ. მაუწყებლობის ტრანზიტზე ავოტიზებული ორი კომპანიის, „სილქნეტის“ და „კავკასუს ონლაინის“, წარმომადგენლების განცხადებით, მათ ჰქონდათ ტელეკომპანია „ობიექტივთან“, როგორც წერილობითი, ასევე ზეპირი კომუნიკაცია და ტელეკომპანიის ხელმძღვანელობა საქმის კურსში ჩააყენეს, რომ ზემოთ ხსენებული საკაბელო ოპერატორების საკაბელო ქსელების ჩართვის წერტილებამდე სიგნალის მიტანა და სიგნალის მიმღები აპარატურის შეძენა ტელეკომპანია „ობიეტივს“ თავად უნდა უზრუნველეყო.

ტელეკომპანია „ობიექტივის“ წარმომადგენელის განცხადებით, რადგან სხვა საკაბელო ოპერატორებმა დამატებითი აპარატურის მოთხოვნის გარეშე ჩართეს ტელეკომპანია „ობიექტივი“ თავიანთ საკაბელო ქსელებში, მათ ჩათვალეს რომ ტექნიკური ხასიათის პრობლემები „სილქნეტს“ და „კავკასუს ონლაინს“  არხის საკუთარ საკაბელო ქსელებში ჩასასმელად თავად უნდა გადაეწყვიტათ. თუმცა, საჯარო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ თუ ტელეკომპანია „ობიეტივი“ უზრუნველყოფს საკუთარი სამაუწყებლო არხის სიგნალი მიტანას „კავკასუს ონლაინის“ და „სილქნეტის“ ჩართვის წერტილებამდე და ასევე, შეიძენს ამ სიგნალის მიმღებ აპარატურას, ტელეკომპანია „ობიეტივი“ დღესვე ჩაირთვება

.აქედან გამომდინარე, კომისიამ არ დააკმაყოფილა ტელეკომპანია „ობიექტივის“ მოთხოვნა სს „სილქნეტის“ და შპს „კავკასუს ონლაინის“ სანქცირებასთან დაკავშირებით.

გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები